რეგისტრაცია ზრდასრულთათვის

როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია ჰემაიატში?

1. რეგისტრაცია: რეგისტრაცია შეგიძლიათ გააკეთოთ პირადად ან ნდობით აღჭურვილ პირების დახმარებით. დარეკეთ სამუშაო საათებში (ორშ./ ოთხშ. / პარ. 8:00 - 13:00 საათამდე, სამშ. / ხუთშ. 13:00 - 17:00 საათამდე) ან დარეგისტრირდით ელექტრონული ფოსტით (anmeldung@hemayat.org). რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ჩვენი მონაცემთა ფურცელი: ANMELDUNG

2. განმარტებითი შეხვედრა: რეგისტრაციის შემდეგ პირველ განმარტებითი შეხვედრის დანიშვნამდე შეიძლება გავიდეს სამ თვემდე. განმარტებითი შეხვედრის დანიშვნის შესახებ ჩვენ დაგიკავშირდებით ტელეფონით. განმარტებითი შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გრძელდება, შეხვედრას შეიძლება საჭიროების შემთხვევაში თარჯიმანი ესწრებოდეს. თუ მედიკამენტებს იღებთ ან გაქვთ ფსიქიატრის დასკვნები, გთხოვთ, თან იქონიოთ. ინტერვიუს დროს გაირკვევა არის თუ არა ჰემაიტი თქვენთვის სწორი ადგილი და რისი შემოთავაზება შეგვიძლია თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში. 

3. ლოდინის დრო: სამწუხაროდ, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიისთვის ლოდინის დრო ძალიან გრძელია - თითქმის ერთ წლამდე. ამ ლოდინის პერიოდში კრიზისის შემთხვევაში, ერთჯერადი შეხვედრა შესაძლებელია. ესეთი ერთჯერადი შეხვედრები ინიშნება ოფისის საშუალებით. ფსიქიატრიული მკურნალობისთვის შეხვედრების დანიშვნისთვის ჩვეულებრივ გვჭირდება ორიდან რვა კვირამდე. თუ რეგისტრირებული პირის ტელეფონის ნომერი ან მისამართი შეიცვალა, გთხოვთ, აცნობოთ სამდივნოს!

4. თერაპიის დაწყება / მკურნალობის დაწყება: ჰემაიატი დაგიკავშირდებათ ტელეფონით, თუ თერაპიის ადგილი ან ფსიქიატრიული დანიშვნა გახდება ხელმისაწვდომი. ფსიქოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება კვირაში ერთხელ. ფსიქოთერაპიის ხანგრძლივობა განსხვავდება ინდივიდუალურად. შეხვედრები ექიმ-ფსიქიატრთან ხდება ყოველ ორ - რვა კვირაში.

როგორ შეუძლია ჰემაიატს დახმარება?

1. ფსიქოთერაპია: ფსიქოთერაპიის მთავარი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება ან აღმოფხვრა, ცხოვრებისეულ კრიზისებში დახმარება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა. მკურნალობა, პირველ რიგში, საუბრებისგან შედგება. ფსიქოთერაპიული მეთოდიდან გამომდინარე, მკურნალობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშებით და შემოქმედებითი მუშაობით.

ფსიქოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 50 წუთი. რამდენ ხანს გამოიყენება თერაპია არის თერაპევტის პროფესიული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება კლიენტთან ერთად.

საჭიროების შემთხვევაში, ჰემაიატში ფსიქოთერაპიას თარგმნიან სპეციალურად მომზადებული თარჯიმნები. როგორც თერაპევტები, ასევე თარჯიმნები ვალდებულნი არიან კონფიდენციალურობის მოვალეობა დაიცვან და კონფიდენციალურად ეკიდებიან თერაპიის ყველა შინაარსს.

2. ფსიქიატრიული მკურნალობა: გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები, როგორც მაგალითათ უძილობა და უსუსურობა. ფსიქიატრიული მკურნალობა წარმოვდება ფსიქოთერაპიის დაწყებამდე ან გამოიყენება მასთან პარალელურად. ჰემაიატი უნიშნავს პაციენტებს ექიმ-ფსიქიატრს ან აწვდის ინფორმაციას, თუ სად შეიძლება შესაბამისი დახმარების მიღება.

 

3. თერაპიული სპორტული და სავარჯიშო ჯგუფი: ჯგუფები ცალკეა ქალებისა და მამაკაცებისთვის. თითოეულ ჯგუფს ხელმძღვანელობენ ტრენერი და თერაპევტი. ვარჯიში ხელს უწყობს ჯანმრთელობას და ზოგადად კეთილდღეობას; სპეციალური ვარჯიშები ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას და ტკივილის ან შფოთვის განმუხტვას. ამ გზით მონაწილეები სწავლობენ რა არის მათთვის კარგი და როგორ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება.

4. არტთერაპია: ზოგჯერ მომხდარზე საუბარი შეუძლებელია. არტთერაპია გვთავაზობს შინაგანი გრძნობების სხვანაირად გამოხატვის შესაძლებლობას: ნახატები და ქანდაკებები იქმნება თიხით, ხისგან ან ფერებით. მოქმედების პროცესი აძლიერებს საკუთარ რესურსებს და თვითშეფასებას.

5. შიაცუ: შიაცუ არის სხეულის თერაპია, რომელსაც ჰემაიატი გთავაზობთ ფსიქოთერაპიასთან ერთად. კლასიკური მასაჟისგან განსხვავებით, კლიენტი ჩაცმულია შიაცუს მკურნალობის დროს. დაადასტურებულია, რომ შიაცუ სასარგებლოა ტკივილების შემსუმბუქებისთვის, დაძაბულობისა და ძილის დარღვევების დროს და ხელს უწყობს საკუთარი სხეულის დადებით აღქმას.

რით ვერ დაეხმარებათ ჰემაიატი?

ჰემაიატს არ ჰყავს დასაქმებული იურისტი ან სოციალური მუშაკები. ამიტომ არ შეგვიძლია დაგეხმაროთ საცხოვრებელი ადგილის პოვნაში ან სამსახურის ძიებაში, ოჯახის გაერთიანების შესახებ კითხვებში ან თავშესაფრის პროცედურაში. აქ ჩვენ მივმართავთ სხვა საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ამ თემებში. ლოდინის დროიდან გამომდინარე, ვერ ვიქნებით ხელმისაწვდომი მწვავე პრობლემების ან კრიზისების დროს.

მისამართები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში

ჩვენ ვწუხვართ, რომ კრიზისის შემთხვევაში სწრაფ დახმარებას ვერ გაგიწევთ. საგანგებო სიტუაციების დროს მიმართეთ შემდეგ მისამართებს:

Sozialpsychiatrischer Notdienst (სოციალ-ფსიქიატრიული დახმარების სამსახური)

Akutpsychiatrien (მწვავე ფსიქიატრია - შემდეგ რაიონებში)

რა არის ტრავმა?

უკონტროლო, სიცოცხლისთვის საშიშ გამოცდილებებს ხშირათ ფსიქოლოგიურ “ტრავმას”, ანუ სულიერ ჭრილობას უწოდებენ. მან შესაძლოა გამოიწვიოს ეგრეწოდებული ტრავმასთან დაკავშირებული დარღვევები: არაფერია ისე, როგორც ადრე იყო.

ადამიანებმა შეიძლება შეიგრძნონ შეცვლა, აქვთ შფოთვა, ძილის პრობლემები, კოშმარები ან ფიზიკური დისკომფორტი, შეიძლება იყვნენ გაღიზიანებული, აგრესიული ან კონცენტრირება გაუჭირდეთ. ნორმალურია, რომ ასეთი ჩივილები და პრობლემები ხშირად მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება - როდესაც დაზარალებული უკვე იმყოფება ავსტრიაში. ტრავმასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დარღვევებია პოსტტრავმული სტრესი, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია.

როგორ შეიძლება გამოხატონ ტრავმთან დაკავშირებული დარღვევები?

ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა რეაქციები და სიმპტომები. ქვემოთ აღწერილია საერთო სიმპტომები და საჩივრები. თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე მეორდება, სავარაუდოა, რომ არსებობს ტრავმასთან დაკავშირებული დარღვევევა და რეკომენდებულია პროფესიონალური შეფასება:

 

 

• ტრავმული გამოცდილების განმეორებადი, სტრესული მოგონებები: ეს შეიძლება მოხდეს კოშმარების, ინტრუზიული მოგონებების ან უკუკავშირის (ფლეშბეკების) სახით. დაზარალებულებს ზოგჯერ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს საშინელი სიტუაცია ისევ ხდება და მათ აღარ შეუძლიათ გარჩევა რა არის რეალური.

• იმ ადგილების, აზრების, გრძნობების და სიტუაციების თავიდან აცილება, რომლებიც ტრავმას ახსენებენ.

• დაზარალებულებს აღარ შეუძლიათ დაძინება ან ხშირად იღვიძებენ ღამეს; ისინი ადვილად შინდებიან, ღელავენ, ადვილად ღიზიანდებიან და ვერ წყნარდებიან. ახალი ინფორმაციის ათვისება მხოლოდ სირთულეებით შეიძლება და წარმოიქმნება კონცენტრაციისა და ორიენტაციის სირთულეები.

• ხშირად დაზარალებულებს უნდათ მარტო ყოფნა, განიცდიან უიმედობას, სიცარიელეს, უხალისობას. ანალოგიურად, მათ აწამებს დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი.

• ზოგჯერ აღინიშნება აუხსნელი ტკივილიები, თავბრუსხვევა ან გულისრევა, რისთვისაც სამედიცინო განმარტება არ არსებობს. ასევე შესაძლებელია გაძლიერებული შიმშილის გრძნობა ან მადის დაკარგვა.

• სტრესული სიმპტომებს ზოგი მიყავთ მავნე ნივთიერებების მოხმარების გაზრდისკენ, მაგალითად, ალკოჰოლი, ნიკოტინი და უკანონო ნივთიერებები.