რეგისტრაცია ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის
როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია ჰემაიატში?
1. რეგისტრაცია: რეგისტრაცია შეგიძლიათ გააკეთოთ პირადად ან ნდობით აღჭურვილ პირების დახმარებით. დარეკეთ სამუშაო საათებში (ორშ./ ოთხშ. / პარ. 8:00 - 13:00 საათამდე, სამშ. / ხუთშ. 13:00 - 17:00 საათამდე) ან დარეგისტრირდით ელექტრონული ფოსტით (anmeldung@hemayat.org). რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ჩვენი მონაცემთა ფურცელი: ANMELDUNG
2. განმარტებითი შეხვედრა: რეგისტრაციის შემდეგ პირველ განმარტებითი შეხვედრის დანიშვნამდე შეიძლება გავიდეს სამ თვემდე. განმარტებითი შეხვედრის დანიშვნის შესახებ ჩვენ დაგიკავშირდებით ტელეფონით. განმარტებითი შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გრძელდება, შეხვედრას შეიძლება საჭიროების შემთხვევაში თარჯიმანი ესწრებოდეს. თუ მედიკამენტებს იღებთ ან გაქვთ ფსიქიატრის დასკვნები, გთხოვთ, თან იქონიოთ. ინტერვიუს დროს გაირკვევა არის თუ არა ჰემაიტი თქვენთვის სწორი ადგილი და რისი შემოთავაზება შეგვიძლია თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში.
3. ლოდინის დრო: სამწუხაროდ, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიისთვის ლოდინის დრო ძალიან გრძელია - თითქმის ერთ წლამდე. ამ ლოდინის პერიოდში კრიზისის შემთხვევაში, ერთჯერადი შეხვედრა შესაძლებელია. ესეთი ერთჯერადი შეხვედრები ინიშნება ოფისის საშუალებით. ფსიქიატრიული მკურნალობისთვის შეხვედრების დანიშვნისთვის ჩვეულებრივ გვჭირდება ორიდან რვა კვირამდე. თუ რეგისტრირებული პირის ტელეფონის ნომერი ან მისამართი შეიცვალა, გთხოვთ, აცნობოთ სამდივნოს!
4. თერაპიის დაწყება / მკურნალობის დაწყება: ჰემაიატი დაგიკავშირდებათ ტელეფონით, თუ თერაპიის ადგილი ან ფსიქიატრიული დანიშვნა გახდება ხელმისაწვდომი. ფსიქოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება კვირაში ერთხელ. ფსიქოთერაპიის ხანგრძლივობა განსხვავდება ინდივიდუალურად. შეხვედრები ექიმ-ფსიქიატრთან ხდება ყოველ ორ - რვა კვირაში.